გერმანიაში ერთი პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გერმანიაში ერთი პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
1923045

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოქალაქე კარსტენ ლ, რომელიც მუშაობს გერმანიის საგარეო დაზვერვის სააგენტოში (BND) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ფედერალური გენერალური პროკურატურის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კარსტენ ლ, რომელიც წინა დღეს დააკავეს, სამშობლოს ღალატში ედება ბრალი.
განცხადების მიხედვით, კარსტენ ლ-მა, რომელიც მუშაობს გერმანიის საგარეო დაზვერვის სააგენტოში, 2022 წელს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია რუსეთის სადაზვერვო სამსახურს გადასცა და რომ გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოება იყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარსტენ ლ.-ს და კიდევ სხვა პირის სახლები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს.
კარსტენ ლ, გუშინ მოსამართლის წინაშე წარსდგა და იგი დააპატიმრეს.