რუსეთმა მოუწოდა საფრანგეთს, თავი აარიდოს კოლონიალურ მიდგომას აფრიკაში
რუსეთმა მოუწოდა საფრანგეთს, თავი აარიდოს კოლონიალურ მიდგომას აფრიკაში
რუსეთმა მოუწოდა საფრანგეთს, თავი აარიდოს კოლონიალურ მიდგომას აფრიკაში მუშაობისას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ, საფრანგეთის ელჩი მოსკოვში პიერ ლევი სამინისტროში დაიბარეს. ამავე ინფორმაციით, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კეტრინ კოლონას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში რუსეთის სახლზე თავდასხმის შესახებ განცხადებების გამო.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიმართ ბრალდებები რუსული სპეცრაზმის მიერ პროპაგანდის გავრცელებასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებით მიუღებელია. მოვუწოდებთ საფრანგეთის ადმინისტრაციას, თავი შეიკავოს კოლონიური მიდგომისგან რეგიონში ჩატარებულ მუშაობაში“, ნათქვამია რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
ცნობისათვის, 16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში მოქმედ კულტურული ცენტრ, „რუსულ სახლში“ გაგზავნილი პაკეტი მაშინ აფეთქდა, როდესაც იგი მისმა დირექტორმა, დიმიტრი სიტიმ გახსნა. ის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.