ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

1921144
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21-27 დეკემბერს რუსეთის საზღვაო ძალებთან ერთად სწავლება „Joint Sea-2022“ (საერთო ზღვა-2022) გაიმართება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების მიზანია ახალ პერიოდში ჩინეთსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ჩინეთისა და რუსეთის არმიები 21-27 დეკემბერს ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ორი ქვეყნის საზღვაო ძალებს შორის. წვრთნები ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯეძიანის პროვინციასთან ახლოს გაიმართება. ერთობლივი წვრთნების მიზანია წარმოაჩინოს ორივე მხარის გადაწყვეტილება და უნარი ერთობლივად უპასუხონ საზღვაო უსაფრთხოების საფრთხეებს, შეინარჩუნონ საერთაშორისო და რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა და კიდევ უფრო გააღრმაონ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციის პარტნიორობა ახალ ეპოქაში“, ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები