შეიარაღებული თავდასხმა ტორონტოში

შეიარაღებული თავდასხმა ტორონტოში

1920502
შეიარაღებული თავდასხმა ტორონტოში

კანადის ქალაქ ტორონტოში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა. იორკის რაიონის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლა ონტარიოს რეგიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

განცხადებაში, ნათქვამია, რომ თავდასხმას 5 ადამიანი შეეწირა. თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელის მიერ დაჭრილი ერთი პირი საავადმყოფოში მკურნალობას გადის.  პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით ვერ დაადგინა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები