რუსეთმა კიევის სამი რაიონი დაბომბა

რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქ კიევზე

1919914
რუსეთმა კიევის სამი რაიონი დაბომბა

რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რუსეთმა დაარტყა კიევის დესნიანსკის, დნიპროვსკისა და ჰოლოსიევსკის რაიონებს.

მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და თქვა: "მეტროს მომსახურება დროებით შეჩერებულია ყველა ხაზზე. მიწისქვეშა სადგურები თავშესაფრის ფუნქციას ასრულებენ. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება გრძელდება. გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში".

კლიჩკომ ასევე აღნიშნა: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო დედაქალაქის ყველა უბანში წყალმომარაგება შეწყვეტილია“.



მსგავსი ინფორმაციები