აქტუალური თემის ანალიზი 16-2022

2023 წლის გლობალური პოლიტიკა

1919794
აქტუალური თემის ანალიზი 16-2022

2023 წლის გლობალური პოლიტიკა

აქტუალური თემის ანალიზი 16-2022

2023 წლის გლობალური პოლიტიკა

2022 წელი გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან აქტიური იყო. წლის პირველ თვეებში რუსეთის ომმა უკრაინაში, სრული გლობალური შოკი გამოიწვია. ომმა გამოიწვია რუსული საფრთხის ხელახალი გამოვლინება ევროპაში. რუსეთის ექსპანსიონისტურმა საგარეო პოლიტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა მყიფეა. თუმცა, უკრაინის ომი ამით არ დასრულებულა. უპირველეს ყოვლისა, მან გააღრმავა კრიზისი გლობალურ სისტემაში. გაეროს უუნარობა, კიდევ უფრო ნათელი გახდა, ვიდრე ადრე გვეგონა. ამ მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურმა ემბარგომ გამოიწვია ახალი ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

წლის მეორე ნახევარი, გლობალური პოლიტიკის მიმდინარეობის თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2022 წელი იყო წელი, როდესაც ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა, ენერგეტიკულმა კრიზისმა იჩინა თავი და განიცადა სასურსათო კრიზისი. 2022 წლის ბოლოსთვის ეს კრიზისები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

 რა გველოდება 2023 წელს?

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...  

2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რა თქმა უნდა იქნება უკრაინის ომი. რუსეთს 2022 წელს არაერთხელ მოუწია სტრატეგიის შეცვლა. თუმცა, ვერც სრულად აკონტროლებდა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვერც უკრაინის არმიის შეკავებას. როგორც ჩანს, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ზოგიერთ ფრონტზე მიაღწია წარმატებას, როგორც ჩანს, მას არ აქვს ძალა, რომ რუსეთის სრული დამარცხებით მიაღწიოს გამარჯვებას. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იარაღით დახმარებამ შესაძლოა უკრაინა უფრო მომგებიანი გახადოს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, უკრაინის სრულ გამარჯვებაზე საუბარი ჯერ კიდევ შეუძლებელია. რუსეთს ძალიან გაუჭირდება სრული გამარჯვების გამოცხადება. რუსეთი იბრძვის ტერიტორიის კონტროლის შესანარჩუნებლად და ვერ შეაჩერა თავდასხმები უკრაინიდან. მაშ, არის თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულება? ძალიან რთულია 2023 წელს ყველასთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. იმიტომ, რომ მხარეებს ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ დღევანდელი პოზიციები.

2023 წლის პირველი კვარტალი ევროპისთვის საკმაოდ რთული იქნება. იმიტომ რომ ევროპას, რომელიც ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, ზამთარში რთული პერიოდი ექნება. განსაკუთრებით გაზის მიწოდების უსაფრთხოებისა და ფასების მხრივ, ევროპას სერიოზული მინუსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ალტერნატიული რესურსების ძიებაშია, ევროპის ალტერნატიულ რესურსებზე მოკლე დროში მიღწევა შეუძლებელია.

2023 წელი ასევე მნიშვნელოვანი წელი იქნება ძალაუფლების გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით. ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მეტოქეობა იგივე გზით გაგრძელდება. არავინ ელის, რომ ეს დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტით დასრულდება. თუმცა, იქნება ინტენსიური კონკურენცია ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ სფეროებში. ეკონომიკური თვალსაზრისით, გლობალური ეკონომიკის რეცესია აიძულებს ორ ქვეყანას უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას. ტექნოლოგიურ სფეროში, როგორც ჩანს, უფრო აშკარაა, რომ არსებობს ინტენსიური კონკურენცია. საინტერესო მოვლენები შეიძლება მოხდეს გეოპოლიტიკურ სფეროში.

რა თქმა უნდა, 2023 წელი მხოლოდ ამ ორ მოვლენას არ ეხება. ეკონომიკური თვალსაზრისით, პანდემიის შედეგები კვლავ გრძელდება. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოვლენები ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებებია. ამ მიზეზით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

და ბოლოს, როცა 2023 წლისკენ მივდივართ, შეიძლება ითქვას, რომ  რთული წელი გველოდება.



მსგავსი ინფორმაციები