გარიცხავენ თუ არა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან?

გარიცხავენ თუ არა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან?

1919056
გარიცხავენ თუ არა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან?

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას, ტენესის წარმომადგენელმა სტივ კოენმა და სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელმა ჯო უილსონმა, უკრაინის ომის გამო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ  რეზოლუცია წარუდგინეს.

წარმომადგენელთა პალატის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრებმა, დემოკრატი კოენმა და რესპუბლიკელმა უილსონმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს: „რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპაციისა და დაუსაბუთებელი ომის ფონზე, რუსეთის ყოფნა გაეროს უშიშროების საბჭოში არღვევს გაეროს მიზნებსა და პრინციპებს“.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ რეზოლუციაში რუსეთის უშიშროების საბჭოდან ამოღებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ რუსეთი „თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად“ არღვევს გაეროს პრინციპებს.

რეზოლუციაში, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ასევე მოუწოდეს, რომ გადაედგას ყველა საჭირო ნაბიჯი რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის თაობაზე.  



მსგავსი ინფორმაციები