G7-ის ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას

G7-ის ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას

1918299
G7-ის ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა. G7-ის ქვეყნების ლიდერებმა გერმანიის ლიდერობით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე უკრაინის საკითხთან მიმართებაში მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია: „ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა განცხადებაში ასევე დაგმეს რუსეთის „არაადამიანური და სასტიკი“ თავდასხმები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნეს, რომ მოსკოვის  ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ომის დანაშაულს.

„არ უნდა იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები. პუტინი და სხვა პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ უნდა დარჩნენ დაუსჯელი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამას. G7-ის ქვეყნები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი და უპირობოდ დატოვოს უკრაინის ტერიტორია,“ ნათქვამია G7-ის ქვეყნების ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში.  

მეორეს მხრივ, დეკლარაციაში ასევე გამოხატულია კმაყოფილება შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გაგრძელების გამო.



მსგავსი ინფორმაციები