ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა
არის მსხვერპლი
1914484

კოლუმბიაში ავტომაგისტრალზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი მეწყერის ქვეშ მოყვა. მეწყერი, რისარალდას მუნიციპალიტეტში კალი-კონდოტოს გზაზე მოხდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ რეგიონში დიდი რაოდენობით სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იქნა გაგზავნილი. რისარალდას მუნიციპალიტეტის გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისთვის 9 ადამიანია ცოცხლად იქნა გამოყვანილი რა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება.
ქვეყანაში დიდი ხანია უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობასა და მეწყერის შედეგად, მრავალი ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი ინფორმაციები

ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა