აშშ, ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს

აშშ, ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს

1914663
აშშ, ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ის ამ საკითხს მომავალ წელს ჩინეთში ვიზიტის დროს დააყენებს დღის წესრიგში. ბლინკენმა CNN-ის ეთერში ჯეიკ ტეპერის კითხვებს უპასუხა და დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

„ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას ყველგან,  ეს იქნება ჩინეთში, ირანში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მომავალი წლის დასაწყისში ჩინეთში განსახორციელებელი ვიზიტის დროს რა თქმა უნდა ამ საკითხს დავაყენებ დღის წესრიგში“, განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში შემოდგომიდან მოყოლებული, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შეზღუდვებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მკაცრ ზომებზე საპასუხოდ, მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავს.



მსგავსი ინფორმაციები