სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინს უფელბას არ მისცემენ ნატო უკრაინის ომში ჩაითრიოს

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პუტინს უფელბას არ მისცემენ ნატო უკრაინის ომში ჩაითრიოს

1913726
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინს უფელბას არ მისცემენ ნატო უკრაინის ომში ჩაითრიოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პუტინს უფელბას არ მისცემენ ნატო უკრაინის ომში ჩაითრიოს.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან დედაქალაქ ბერლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლალს.

„ომის გამო ზამთარი უფრო მძიმეა. რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი. ჩვენ არ მივცემთ პუტინს უფლებას ნატო ომში ჩაითრიოს“. - თქვა სტოლტენბერგმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეებთან ერთად მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“. თქვა შოლცმა და დაამატა, რომ ნატო არ უნდა იყოს ომის მხარე, რათა არ მოხდეს მსოფლიო დაძაბულობა.



მსგავსი ინფორმაციები