ლიეტუვამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლიეტუვამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
1913785

ლიეტუვამ განაცხადა, რომ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
LRT-ის ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საელჩოს თანამშრომელი და მას ნოტა გადასცეს.
რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა“ დასახელდა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პიროვნებას 5 დღის ვადაში ქვეყნიდან გასვლა მოსთხოვეს.
აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ლიეტუვაში უკვე მეოთხედ იქნა მიღებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.