ზელენსკი: „რუსული არმია ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება“

ზელენსკი: „რუსული არმია ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება“

1911772
ზელენსკი: „რუსული არმია ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია მათი ქვეყნის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება. ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება, ტელეგრამის ანგარიშზე გაზიარებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„როგოც ადრე, ახლაც ყველაზე დიდი შეტევები დონეცკის ფრონტზე გაგრძელდა. ფრონტის ხაზზე მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რუსეთმა გასულ კვირას დაბომბა სამოქალაქო და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ახლა კი, კიდევ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. განსაკუთრებით სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე“, აცხადებს ზელენსკი თავის მიმართვაში.



მსგავსი ინფორმაციები