იტალიაში მეწყერის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
იტალიის კუნძულ ისკიაზე გუშინ მეწყერის შედეგად დაღუპული 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იტალიის კუნძულ ისკიაზე გუშინ მეწყერის შედეგად დაღუპული 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
კუნძულ ისკიას დაბა ქაზამიჩოლაში გუშინ მძლიერი წვიმების გამო მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ რეგიონში სახანძრო ბრიგადის და სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ნეაპოლის გუბერნატორმა კლაუდიო პალომბამ, რომელსაც ისკია ადმინისტრაციულად ექვემდებარება, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ნაპოვნია 7 ცხედარი, 5 ადამიანი დაკარგულია, 230-მდე ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია.
იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ერთი 22 დღის ჩვილია.
ისკიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ მალევე, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა: „ჩვენ გვყავს რვა დაღუპული ისკიაში მეწყრის შედეგად“, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ ეს არ დაადასტურა.