ულფ კრისტერსონი თურქეთის მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას აფასებს

ულფ კრისტერსონი თურქეთის მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას აფასებს

1910818
ულფ კრისტერსონი თურქეთის მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას აფასებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ თურქეთს  აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორიზმისგან. მან ამის შესახებ, პარლამეტში მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან, თურქეთის მხრიდან, ერაყსა და სირიაში განხორციელებული ოპერაცია „კლანჭი-მახვილის“ შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

„თურქეთს აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორისტული თავდასხმებისგან. სირიის ჩრდილოეთში ვითარება ძალიან რთულია, ერთის მხრივ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი ტერორისტული თავდასხმების ქვეშ მყოფი ქვეყანაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთს აქვს უფლება დაიცვას თავი ყველა სახის ტერორისტული თავდასხმისგან. მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც თურქეთში მოხდა, ისეთივე ცუდია, როგორც სხვა ქვეყნებში. შვედეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით უჭერენ მხარს ტერორისტებს, მათი (ტერორისტების) სამიზნე შვედეთი კი არა, თურქეთი ხდება.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შვედეთი არ უნდა იყოს მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი,“ განაცხადა ულფ კრისტერსონმა.    



მსგავსი ინფორმაციები