მოსკოვსა და კიევს შორის მორიგი ტყვეთა გაცვლის პროცესი განხორციელდა

მოსკოვსა და კიევს შორის მორიგი ტყვეთა გაცვლის პროცესი განხორციელდა

1910505
მოსკოვსა და კიევს შორის მორიგი ტყვეთა გაცვლის პროცესი განხორციელდა

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის (24 თებერვალი) შედმეგ, ორ ქვეყანას შორის მორიგი ტყვეთა გაცვლის პროცესი განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად 35 რუსი ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა ტელეგრამის არხზე განაცხადა: „ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა, სახლში 36 ადამიანი დავაბრუნეთ,  გათავისუფლებულთა შორის სამხედროებიც არიან, რომლებიც „მარიუპოლს“ იცავდნენ და „აზოვსტალში“ იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, ომის დაწყების შედმეგ ტყვეთა გაცვლის პროცესი ბოლოს, 3 ნოემბერს განხორციელდა. მხარეებმა, 107 რუსი და 107 უკრაინელი ჯარისკაცი ორმხრივად გაათავისუფლეს.


საკვანძო სიტყვები: #ტყვეთა გაცვლა , #კიევი , #მოსკოვი

მსგავსი ინფორმაციები