უკრაინამ კენიას 25 ათასი ტონა ხორბლის დახმარება გაუწია

უკრაინამ კენიას 25 ათასი ტონა ხორბლის დახმარება გაუწია

1910132
უკრაინამ კენიას 25 ათასი ტონა ხორბლის დახმარება გაუწია

კენიაში, სადაც დიდი ხანია გვალვებია, უკრაინამ 25 ათასი ტონა ხორბლის დახმარება გაუწია. კენიის ვიცე-პრეზიდენტმა რიგათი გაჩაგუამ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ უკრაინიდან გაგზავნილი 25 ათასი ტონა ხორბალი მიიღეს. გაჩაგუამ ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში გვალვა გრძელდება რა, მიღებული ხორბალი სასურსათო პრობლემების მქონე რეგიონებში გადანაწილდება.

„ჩვენი რესურსები არ არის საკმარისი კლიმატის ცვლილების შედეგებთან საბრძოლველად. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ დახმარებას გვალვის შედეგების მინიმუმამდე შესამცირებლად“, განაცხადა გაჩაგუამ.

ცნობისათვის, გაეროს მონაცემებით, კენიაში სულ მცირე 4,35 მილიონ ადამიანს აქვს კვების პრობლემა, ხოლო დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარისი სუფთა წყალი.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #ხორბალი , #კენია , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები