რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ უკრაინაზე ელექტროენერგიის შეწყვეტა მოლდოვაშიც გამოიწვია

რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ უკრაინაზე ელექტროენერგიის შეწყვეტა მოლდოვაშიც გამოიწვია

1910205
რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ უკრაინაზე ელექტროენერგიის შეწყვეტა მოლდოვაშიც გამოიწვია
elektrik.jpg
ukrayna hastane fuze.jpg

უკრაინაში, ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ჩვილი დაიღუპა, ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას რაკეტა მოხვდა, რის გამოც ჩვილი დაიღუპა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასევე დაშავდა ერთი ქალი და ნანგრევებში ადამიანები არიან დარჩენილნი.

დაბომბვის შედეგად დიდწილად განადგურებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

იმავდროულად უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქ კიევზე რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა ქალაქის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.

აღინიშნა, რომ რუსეთის „სისტემატურმა“ თავდასხმებმა უკრაინაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.

ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ უკრაინაზე გამოიწვია მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა.

ამის შესახებ განცხადება მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ გააკეთა.

სპუნიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევამ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია მოლდოვაში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა და სისტემის ოპერატორი Moldelectrica აგრძელებს მუშაობას ქვეყნის 50 პროცენტზე მეტისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად.



მსგავსი ინფორმაციები