მორიგი სისხლიანი დაპირისპირება კოლუმბიაში

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება კოლუმბიაში

1908525
მორიგი სისხლიანი დაპირისპირება კოლუმბიაში

კოლუმბიაში, „რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) იმ ზოგიერთ წევრებს, რომლებმაც იარაღის ჩაბარებაზე უარი თქვეს, „სასაზღვრო კომანდოებთან“ განხორციელებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებული დაპირისპირება, პუტუმაიოს დეპარტამენტში მოხდა. პუტუმაიოს დეპარტამენტის მერმა ედისონ გერარდო მორა როხასმა თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ FARC-სა და „სასაზღვრო კომანდოებს“ შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა. როხასმა ასევე თქვა, რომ ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს და ჯერ არ იციან, რომელი მხრიდან რამდენი ადამიანი დაიღუპა.  

შეგახსენებთ, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის კონფლიქტის ისტორიის შემდეგ, FARC-მა 2017 წლის 27 ივნისს, მის მფლობელობაში მყოფი უკანასკნელი იარაღი, გაეროს  ცერემონიით გადასცა.   



მსგავსი ინფორმაციები