ზელენსკი ერდოღანს და გუტერეშს მადლობას უხდის

ზელენსკი ერდოღანს და გუტერეშს მადლობას უხდის

1907677
ზელენსკი ერდოღანს და გუტერეშს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და გაეროს  გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გაგრძელების შესახებ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკიმ გუშინ საღამოს Telegram-ის ანგარიშზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, თურქეთს, გაეროს, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ საკითხის გასაუმჯობესებლად და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც დაგვეხმარა. პირადად მადლობას ვუხდი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გზავნილში, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ  10 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქ კიევში.



მსგავსი ინფორმაციები