„მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა“

„მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა“

1907453
„მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა“

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარცვლეულის შესახებ შავი ზღვის შეთანხმების ვადა, რომელიც 19 ნოემბერს მთავრდებოდა, კიდევ 4 თვით გახანგრძლივდება.

თუმცა, უკრაინის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია.

რუსეთმა კი გუშინ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბოლში თურქეთის და გაეროს  შუამავლობით შედგა შეთანხმება, რომ უკრაინა გააგრძელებდა შავი ზღვის ნავსადგურებიდან თავისი მარცვლეულის გატანას და ამავე შეთანხმებით ისარგებლებდა რუსეთიც, რომელიც, მარცვლეულთან ერთად, საზღვარგარეთ სასუქის გატანასაც შეძლებდა.

საკითხთან დაკავშრებით პირველი შეფასებები გაკეთდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდანაც. პრეზიდენტი ერდოღანი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში იუწყება: „ოთხმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც თურქეთი მასპინძლობდა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება 2022 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, 120 დღით გაგრძელდა“.



მსგავსი ინფორმაციები