ვის ეკუთვნის, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ჩამოვარდნილი რაკეტა?

ვის ეკუთვნის, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ჩამოვარდნილი რაკეტა?

1906852
ვის ეკუთვნის, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ჩამოვარდნილი რაკეტა?

გუშინ საღამოს, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში ჩამოვარდნილი რაკეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშრებით პირველი შეფასებების გამკეთებელმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა: „არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კი შეახსენა, რომ მისი ქვეყანა ნატოს წევრია და დღის წესრიგში დგას ნატოს მე-4 მუხლის გააქტიურების ვარიანტი.

საკითხს რა თქმა უნდა გამოეხმაურა რუსეთიც. თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ წერილობით განცხადებაში იუწყება: „ბრალდებები, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის მიწაზე ჩამოვარდა, არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას ისახავს მიზნად. რუსეთის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე თავდასხმა არ განხორციელებულა“.

მეორეს მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლიდან განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღინიშნა, რომ საკითხის გამოძიებაში აშშ სრულ მხარდაჭერას გაუწევს პოლონეთს.

გუშინ საღამოს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა ნატოს მხრიდანაც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მოკავშირე პოლონეთთან რა, მომხდარს ახლოდან აკვირდებიან.



მსგავსი ინფორმაციები