რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი ხერსონის ოლქიდან გაყვანილია
რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი ხერსონის ოლქიდან გაყვანილია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი ხერსონის ოლქიდან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში რუსული სამხედრო ძალების ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„დღეს დილის მონაცემებით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე არცერთი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ხაზები და პოზიციები“, განაცხადა კონაშენკოვმა.
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება