კოგის შტატში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
კოგის შტატში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
1905105

პირველადი ინფორმაციით, ნიგერიის კოგის შტატში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიის საგზაო უსაფრთხოების ასოციაციის სპიკერმა ბისი კაზიმმა განაცხადა, რომ უკონტროლო სატვირთო მანქანა იტობე-ანიგბას გზატკეცილზე საწვავის ტანკერს დაეჯახა რის შედეგადაც აფეთქება მოხდა.
მისივე განცხადებით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაშავდა, ხოლო გზატკეცილზე 20 მანქანა დაიწვა და გამოუსადეგარი გახდა.
კაზიმის თქმით, რეგიონში სასწრაფო დახმარების ჯგუფები გაიგზავნა და ხანძარი ლოკალიზებულია.