რუსეთ-უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გაცვლა მოხდა

რუსეთ-უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გაცვლა მოხდა

1902000
რუსეთ-უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გაცვლა მოხდა

რუსეთ-უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გაცვლა მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად 107 რუსი ჯარისკაცი გათავისუფლდა.

აღინიშნა, რომ ჯარისკაცებს გაუწიეს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავებით დედაქალაქ მოსკოვში გადაიყვანენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად 107 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს, რომელთაგანაც 74 აზოვსტალის ქარხანაში იბრძოდა.

"ჩვენ ომში დაჭრილების უმეტესობა სახლში ჩამოვიყვანეთ. მოვახერხეთ განსაკუთრებით მარიუპოლსა და აზოვსტალში მძიმედ დაჭრილების და ლოგინს მიჯაჭვულების გაცვლა. ასევე გვყავს იელენოვსკაიას კოლონიაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჯარისკაცი." - თქვა ერმაკმა.

ბოლოს სამხედრო ტყვეთა გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის 29 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც 52 უკრაინელი და 50 რუსი გაათავისუფლეს.



მსგავსი ინფორმაციები