კანზას შტატში ჰელოუინს მსხვერპლი მოჰყვა
კანზას შტატში ჰელოუინს მსხვერპლი მოჰყვა
1900996

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას შტატში გუშინ ღამით სახლზე, სადაც ჰელოუინის წვეულება იმართებოდა, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად 1 სტუდენტი დაიღუპა და 6 დაშავდა.
შტატის პოლიციის უფროსმა კარლ ოუკმანმა პრესრელიზში განაცხადა, რომ გახსნილი ცეცხლის შედეგად 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა, სისხლის გადაჭარბებული დაკარგვით, ხოლო 15-დან 18 წლამდე ასაკის 6 საშუალო სკოლის მოსწავლე დაშავდა. ჯერ არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელმაც, წვეულებაზე, რომელსაც თითქმის 100 სტუმარი ესწრებოდა, თავდასხმა განახორციელა.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.