შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე

შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე

1897122
შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე

ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სადაც 400-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

შტატების ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოც წლამდე თავდამსხმელი პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა.

თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თავდასხმა , #სკოლა

მსგავსი ინფორმაციები