ჯონსონს პრემიერობა არ სურს

ჯონსონს პრემიერობა არ სურს

1896777
ჯონსონს პრემიერობა არ სურს

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, 20 ოქტომბერს გადამდგარი ლიზ ტრასის შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა.

საკითხთან დაკავშირებით ჯონსონმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო იმ ადამიანების რაოდენობით, ვინც სთავაზობდა, მას კიდევ ერთხელ ებრძოლა პარტიის ლიდერობისთვის, როგორც საზოგადოებაში, ასევე მის მეგობრებსა და კოლეგებს შორის პარლამენტში.

მისივე თქმით, კენჭისყრისთვის საჭირო მხარდაჭერის მიუხედავად, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნება სწორი, რადგან, ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებდა, თუ არ ეყოლებოდა ერთიანი პარტია პარლამენტში.



მსგავსი ინფორმაციები