იყენებს თუ არა რუსეთი ირანულ დრონებს?

იყენებს თუ არა რუსეთი ირანულ დრონებს?

1894468
იყენებს თუ არა რუსეთი ირანულ დრონებს?

რუსეთის ადმინისტრაციამ უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ისინი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მათი მხრიდან უკრაინაში ირანული წარმოების დრონების საკითხი შეაფასა.

„უკრაინის ომში რუსული ტექნიკა, რუსული სახელწოდებით გამოიყენება. ეს ყველამ კარად იცის. ყველა სხვა შეკითხვა შეგიძლიათ გადააგზავნოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში“, განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.



მსგავსი ინფორმაციები