გაერო იემენთან მიმართებაში მორიგ მოწოდებას აკეთებს

გაერო იემენთან მიმართებაში მორიგ მოწოდებას აკეთებს

1893845
გაერო იემენთან მიმართებაში მორიგ მოწოდებას აკეთებს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუმანიტარულ საკითხებში ჯოის მსუიამ იემენისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერება მოითხოვა და აღნიშნა, რომ შიმშილი ამ ქვეყანაში მილიონობით ადამიანს შეეხო. მან ამის შესახებ, იემენში განხორციელებული ცხრადღიანი ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა. მსუიამ წერილობით განცხადებაში გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ იემენში 23,4 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო 17 მილიონ ადამიანს არ აქვს სასურსათო უსაფრთხოება.

მან ასევე აღნიშნა, რომ იემენი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა არასრულფასოვანი კვების თვალსაზრისით. მსუიამ განაცხადა, რომ 1,3 მილიონი ორსული ან მეძუძური ქალი და 5 წლამდე ასაკის 2,2 მილიონი ბავშვი საჭიროებს მკურნალობას მწვავე არასწორი კვების გამო.

ჯოის მსუიამ  გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ისიც დასძინა, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დგას რა, თუ დონორები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, იემენი შესაძლოა კატასტროფის პირას აღმოჩნდეს.


საკვანძო სიტყვები: #მოწოდება , #იემენი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები