აშშ საუდის არაბეთთან ურთიერთობებს  გადააფასებს

ჯო ბაიდენი, OPEC+ ჯგუფის გადაწყვეტილების გამო, შემცირდეს ნავთობის მოპოვება ნოემბრიდან, საუდის არაბეთთან ურთიერთობებს გადააფასებს

1893860
აშშ საუდის არაბეთთან ურთიერთობებს  გადააფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, OPEC+ ჯგუფის გადაწყვეტილების გამო, შემცირდეს ნავთობის მოპოვება ნოემბრიდან, საუდის არაბეთთან ურთიერთობებს  გადააფასებს, არ იჩქარებს და "მეთოდური" იქნება.

აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობისას განაცხადა: "პრეზიდენტი არ იმოქმედებს ნაჩქარევად. ის იმოქმედებს მეთოდურად, სტრატეგიულად და დროს დაუთმობს კონგრესში ორივე პარტიის წევრებთან კონსულტაციებს."

სალივანმა აღნიშნა, რომ ბაიდენი პირისპირ დაჯდება კონგრესის წევრებთან და განიხილავს ვარიანტებს და პასუხები, რომლებიც საუდის არაბეთს უნდა გასცენ OPEC+-ის გადაწყვეტილების გამო, შეიძლება შეიცავდეს ცვლილებებს აშშ-ს უსაფრთხოების დახმარებაში.

ჯეიკ სალივანმა ასევე გააზიარა ინფორმაცია, რომ ბაიდენი არ გეგმავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ინდონეზიაში.

G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

ბაიდენი ბოლოს 15 ივლისს ჯედაში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე შეხვდა პრინც ბინ სალმანს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა (OPEC) და ამ ორგანიზაციის არაწევრი მწარმოებელი ქვეყნებისგან შემდგარი OPEC+ ჯგუფის ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრებმა, 5 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქი ვენაში გადაწყვიტეს ნოემბრიდან ნავთობის დღიური მოპოვება 2 მილიონი ბარელით შეამცირონ.



მსგავსი ინფორმაციები