მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა, რომლებითაც უკრაინის ქალაქები დაიბომბა, მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

1891956
მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა, რომლებითაც უკრაინის ქალაქები დაიბომბა, მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ პატივი სცენ ჩვენს საზღვრებს“. - განაცხადა სანდუმ.

სანდუმ დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე განცხადებები გააკეთა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რაკეტებით დაბომბა და დაამატა: „უდანაშაულო ადამიანების დაბომბვა და მკვლელობა არის ომის დანაშაული, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ“.

მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა რაკეტებმა დაარღვია მოლდოვას საჰაერო სივრცე. "ზოგიერთმა რაკეტამ ჩვენი საჰაერო სივრცე ნებართვის გარეშე გადალახა. მოლდოვას რესპუბლიკა არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით და დავამტკიცეთ. ამიტომ მოვითხოვთ პატივი სცენ ჩვენს საზღვრებს“. - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები