უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნა კონტროლი ხერსონის ოლქის ერთ სოფელზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნა კონტროლი ხერსონის ოლქის ერთ სოფელზე

1889133
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნა კონტროლი ხერსონის ოლქის ერთ სოფელზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნა კონტროლი ხერსონის ოლქის ერთ სოფელზე, რომელიც რუსებმა 24 თებერვალს დაწყებული ომის პირველ დღეებში აიღეს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების Telegram-ის ოფიციალური ანგარიშით გაკეთებულ გზავნილში ნათქვამია: „ამჯერად უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში მალა ოლექსანდრივკაზე დაამყარეს კონტროლი“.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ კი Telegram-ით გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო ოპერაციები დონბასში, ლუგანსკის რეგიონის დასახლებებზე კონტროლის დასაბრუნებლად.

გაიდაიმ განაცხადა, რომ აღნიშნული რეგიონის ზოგიერთი დასახლება უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

„ლუგანსკის ოლქის ოკუპაციისგან გათავისუფლება დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან და იქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ააფრიალა უკრაინის დროშა“. -  განაცხადა გაიდაიმ.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ხერსონი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები