რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

1888128
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინაში რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ანესთეზიოლოგი დაიღუპა და ერთი მედდა დაშავდა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საავადმყოფო ძალიან დაზიანდა და სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.

გუბერნატორმა სინეგუბომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ანესთეზიოლოგი და დაშავდა მედდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე წერილობით განცხადებაში თქვა, რომ კუპიანსკის საავადმყოფოს მთავარ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

"მტერი აგრძელებს ხალხის დაუნდობლად ტერორს. მაგრამ თითოეულ დამპყრობელს ნათლად უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ხალხზე ნებისმიერი თავდასხმისთვის შურისძიება გარდაუვალია. რასისტების განკითხვის დღე აუცილებლად მოვა." - აღნიშნა ზელენსკიმ.

ქალაქი კუპიანსკი რუსული ძალებისგან უკრაინის არმიის მიერ გასულ თვეში წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, მის ირგვლივ შეტაკებები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები