ბულგარეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბულგარეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ევროპული განვითარებისთვის“ პირველ ადგილზე გავიდა

1887825
ბულგარეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბულგარეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ევროპული განვითარებისთვის“ (GERB) პირველ ადგილზე გავიდა.

„მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომლის წევრები ძირითადად თურქები და მუსლიმები არიან, პარლამენტში სიდიდით მესამე ძალა გახდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ZİK) შედეგები ხმების 99,4 პროცენტის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა. მის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,8 პროცენტი შეადგინა.

პარტია GERB-მა, რომელმაც ხმების 25,37 პროცენტი მიიღო, პირველი ადგილი დაიკავა და ყველაზე დიდი ძალა გახდა პარლამენტში.

მეორე ადგილი დაიკავა ხმების 20,21 პროცენტით პარტიამ „განაგრძე ცვლილებები“ (PP), რომლის თანათავმჯდომარეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი.

მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“ (HÖH), რომელმაც არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწია და რომლის წევრების უმრავლესობა თურქები არიან, ხმების 13,66 პროცენტით ქვეყნის სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალა გახდა.

პრორუსული, ანტიევროპული ევროკავშირისა და ნატოს მოწინააღმდეგე, პოპულისტური პარტია „აღორძინება“ ხმების 10,17 პროცენტით მეოთხეა, ხოლო ბულგარეთის სოციალისტური პარტია (BSP), რომელიც პრორუსულია და პოლიტიკას აწარმოებს ყოფილი კომუნისტური პარტიის ხაზით, მეხუთე ადგილზეა ხმების 9,32 პროცენტით.

პარტია „დემოკრატიული ბულგარეთი“ (DB), რომელსაც მხარს უჭერს ურბანისტული მემარჯვენე ძალები, პარლამენტშუ სიდიდით მეექვსე ძალა გახდა ხმების 7,46 პროცენტით. „დემოკრატიული ბულგარეთი“ პარლამენტის შექმნამდე სავარაუდოდ PP-სთან ერთობლივ ჯგუფს შექმნის.

პრორუსული „ბულგარული აღზევება“ (BV), რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი სტეფან იანევი, პარლამენტში მეშვიდე ყველაზე პატარა ჯგუფია ხმების 4,64 პროცენტით.

პოპულისტი შოუმენის სლავი ტრიფონოვის პარტიამ „არსებობს ასეთი ხალხი“ (ITN) ხმების 3,8 პროცენტით ბარიერი ვერ გადალახა.

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის რუმენ რადევის განკარგულებით, ქვეყნის 48-ე პარლამენტს პირველ სესიაზე მიიწვევენ.

ბულგარელმა ამომრჩევლებმა, რომლებიც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებზე 4-ჯერ მივიდნენ, 48-ე მოწვევის პარლამენტის 240 დეპუტატი აირჩიეს.

ბულგარეთში, რომლის მოსახლეობაც 6 მილიონ 520 ათასს ადამიანს შეადგენს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 22 პოლიტიკურმა პარტიამ და ექვსმა კოალიციამ 5334 კანდიდატი წამოაყენა.



მსგავსი ინფორმაციები