პენტაგონმა თურქეთსა და საბერძნეთს დიალოგისკენ მოუწოდა

პატრიკ რაიდერმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე შეფასებები  გააკეთა

1885441
პენტაგონმა თურქეთსა და საბერძნეთს დიალოგისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, პატრიკ რაიდერმა თურქეთსა და საბერძნეთს დიალოგისკენ მოუწოდა.

პატრიკ რაიდერმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე შეფასებები  გააკეთა.

კითხვაზე, "თურქეთმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საბერძნეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეგეოსის ზღვაში მდებარე ორ არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულზე ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკის განთავსების გამო. გაქვთ თუ არა წვრთნები ან სწავლებები რეგიონში? როგორია თქვენი პასუხი თურქეთის პროტესტზე?", ბრიგადის გენერალმა რაიდერმა უპასუხა: ”მე არ ვფლობ ინფორმაციას იქ რაიმე (ამერიკის მხრიდან წარმოებული) წვრთნების შესახებ... თურქეთი და საბერძნეთი ნატოს ორი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში პოტენციური დაძაბულობის შესამცირებლად“.

შემდეგ შეკითხვაზე, "ანკარაში აკრიტიკებენ აშშ-ს, რომ ის ამძაფრებს დაძაბულობას რეგიონში და მას ხელს უწყობს. ეთანხმებით თუ არა ამ კრიტიკას ან როგორია თქვენი პასუხი?", რაიდერმა უპასუხა: "თურქეთი ნატო-ს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ნატოს პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან“.



მსგავსი ინფორმაციები