გრანდი ხელახლა დაინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრად

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა

1885465
გრანდი ხელახლა დაინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრად

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა.

გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა ასამბლეამ წევრ ქვეყნებთან კონსულტაციით მიიღო ფილიპო გრანდის მანდატის 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება, რომლის ვადაც 2023 წლის 1 ივლისს იწურება.

აღინიშნა, რომ გრანდის პირადი მიზეზების გამო სურს მისი მეორე ვადის 2,5 წლამდე შეზღუდვა.

1957 წელს დაბადებულმა იტალიელმა დიპლომატმა გრანდიმ 1990-იან წლებში დაიწყო მუშაობა ჰუმანიტარული დახმარებისა და ლტოლვილთა საკითხებზე.

გრანდი, რომელიც გაერო-ს ქოლგის ქვეშ მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს გენერალური კომისრის მოადგილე გახლდათ 2005 წელს.

იგი ამავე სააგენტოს გენერალური კომისარი იყო 2010-2014 წლებში ხოლო 2016 წელს დაინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრად.



მსგავსი ინფორმაციები