ნატო და ევროკავშირი ემზადებიან ახალი ერთობლივი განცხადებისთვის

ნატო და ევროკავშირი ემზადებიან ახალი ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც ხაზს გაუსვამს უსაფრთხოების თანამშრომლობას

1885223
ნატო და ევროკავშირი ემზადებიან ახალი ერთობლივი განცხადებისთვის

ნატო და ევროკავშირი ემზადებიან ახალი ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც ხაზს გაუსვამს უსაფრთხოების თანამშრომლობას.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკომისიის შენობაში შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს რუსეთის შეტევა უკრაინაზე, რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდა.

"ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა შევთანხმდეთ ახალ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც წინ წაიყვანს ჩვენს პარტნიორობას." - ნათქვამია განცხადებაში.

ნატომ და ევროკავშირმა 2016 და 2018 წლებში ერთობლივი განცხადებები გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები