აშშ-მა საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

აშშ-მა საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1884901
აშშ-მა საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საბერძნეთის არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულებზე ჯავშანტექნიკის განთავსების შემდეგ თურქეთთან დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მასში ნათქვამია: „ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს მოკავშირეების წახალისებას, რომ დიპლომატიურად იმუშაონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნებისმიერი რთული უთანხმოების მოსაგვარებლად“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, „გაწუხებთ თუ არა საბერძნეთის მიერ ეგეოსის ზღვაში არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულებზე ათობით ჯავშანტექნიკის და ტანკის განთავსებით დაძაბულობის ესკალაცია?" უპასუხა: „იმ დროს, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა სუვერენული სახელმწიფოს (უკრაინა) ოკუპაცია, ტრანსატლანტიკური საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას, არ არის დრო იმ განცხადებებისა და ქმედებებისა, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა ნატოს პარტნიორებს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს მოკავშირეების წახალისებას, რომ დიპლომატიურად იმუშაონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნებისმიერი რთული უთანხმოების მოსაგვარებლადჩვენ“.

გაირკვა, რომ საბერძნეთმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჯავშანტექნიკა განათავსა ეგეოსის ზღვაში მდებარე არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულებზე ლესბოსსა და სამოსზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საბერძნეთის კუძულებზე ლესბოსსა და სამოსზე ამერიკული ჯავშანტექნიკის განთავსების გამო ამ ქვეყანას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #საბერძნეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები