ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ ამერიკული NASAMS-ები მიიღეს

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საჰაერო სარაკეტო სისტემა NASAMS-ი

1884270
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ ამერიკული NASAMS-ები მიიღეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საჰაერო სარაკეტო სისტემა NASAMS-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-ის ჟურნალისტს, მარგარეტ ბრენანს, გადაცემაში სტუმრობისას 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ესაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კონგრესს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ NASAMS-ები. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები."

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სისტემები საკმარისი არ არის ისეთი ინფრასტრუქტურის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები. მისივე თქმით, მათ უნდა უზრუნველყონ საჭირო უსაფრთხოება და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად.

ზელენსკიმ, რომელმაც აშშ-ს ასევე ტანკები მოსთხოვა, დასძინა: „თუ აშშ გამოავლენს ლიდერობას და მოგვცემს ტანკებს, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ამ ნაბიჯს. თუ ჩვენ ვიყიდით ტანკებს აშშ-სგან, ვფიქრობ, ევროპელი მოკავშირეებიც დაგვეხმარებიან უკრაინის ქალაქების ტანკებით ოკუპაციისგან გათავისუფლებაში“.

უკრაინის ლიდერმა ასევე მიუთითა რუსეთის მიერ მისი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჩატარებულ რეფერენდუმებზე და თქვა: „ეს არის საშიში გზავნილი, რომ პუტინი არ დაასრულებს ამ ომს“.

ბრენანის შეკითხვაზე: "გჯერათ თუ არა, რომ ევროპაში მშვიდობა იქნება, სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება?", ზელენსკიმ უპასუხა: "არა, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია და ეს არის არა."



მსგავსი ინფორმაციები