იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში არაოფიციალური შედეგების მიხედვით „იტალიის ძმები“ ლიდერობს

1884467
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ (FdI) ლიდერის, ჯიორჯია მელონის განცხადებით, რომელმაც იტალიის საპარლამენტო არჩევნებში არაოფიციალური შედეგების მიხედვით გაიმარჯვა, დღევანდელი სურათი აშკარა ნიშანია იმისა, რომ იტალიელებს სურთ მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა „იტალიის ძმების“ ხელმძღვანელობით.

ქვეყანაში გუშინ ჩატარებული არჩევნების არაოფიციალური შედეგების მიხედვით, FdI-ის ლიდერმა, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა როგორც პარტია, ასევე როგორც მემარჯვენე ალიანსი, პარტიის საარჩევნო ცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

მელონიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის აღების დროა და დაამატა: "ჩვენ იმ დროში ვართ, როცა უნდა გვესმოდეს, რა პასუხისმგებლობა გვაქვს ათობით მილიონი ადამიანის წინაშე, თუ გვსურს ვიყოთ ისტორიის ნაწილი. იმიტომ, რომ იტალიამ აგვირჩია და ჩვენ მას არასოდეს ვუღალატებთ."

არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის გამო სინანული გამოთქვა მელონიმ და განაცხადა, რომ მათ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის აღდგენა სჭირდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დონემ 63,9 პროცენტი შეადგინა.

აღინიშნა, რომ ეს მაჩვენებელი აქამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შორის ყველაზე დაბალი იყო.

ქვეყანაში კი ხმების დათვლა გრძელდება. საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს მიერ გავრცელებული არაოფიციალური შედეგების მიხედვით, „იტალიის ძმები“ (FdI) პირველ ადგილზეა 26 პროცენტით, მეორე ადგილზე „დემოკრატიული პარტია“ (PD) 19,5 პროცენტით, ხოლო მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ (M5S) მესამე ადგილზეა 15 პროცენტით.

ალიანსის ბაზაზე FdI-ს, Lig-ის, FI-ს და ზოგიერთი მცირე პარტიის მიერ ჩამოყალიბებული მემარჯვენე ალიანსის ხმების მაჩვენებელი დაახლოებით 43-44 პროცენტია.

მემარცხენე ცენტრისტული ალიანსი, რომლის მთავარი პარტია PD არის, მემარჯვენე ალიანსის შემდეგ მეორე ადგილზეა დაახლოებით ხმების 26-27%-იანი მაჩვენებლით.



მსგავსი ინფორმაციები