პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევით უკრაინამ და რუსეთმა ასეულობით ტყვე გაცვალეს

აშშ, თურქეთს მადლობას უხდის

1883030
პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევით უკრაინამ და რუსეთმა ასეულობით ტყვე გაცვალეს

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, დღეს ორმა ქვეყანამ 200 სამხედრო ტყვე გაცვალეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში „თურქულ სახლში“, თურქ ჟურნალისტებთან აშშ-ში ვიზიტი შეაფასა რა, მათი შუამავლობით, უკრაინა-რუსეთს შორის განხორციელებულ ტყვეების გაცვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „მადლობა მინდა გადავუხადო რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის გაზიარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა“.

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა აშშ-დანაც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანიმ საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშზე მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მადლობას ვუხდი თურქეთის მთავრობას მარცვლეულის შეთანხმებაში ლიდერობისთვის, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაში შუამავლობისთვის“.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს იმ 215 უკრაინელისთვის, რომლებიც რუსეთთან თურქეთის შუამავლობით გაცვალეს და შემდეგ ქვეყანაში იქნენ ექსტრადირებული. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე, ხოლო „აზოვის“ პოლკის მეთაურები (5) ომის დასრულებამდე უსაფრთხოების მიზნით თურქეთში დარჩებიან.



მსგავსი ინფორმაციები