რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

1882456
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოსახლეობას და აუწყა, რომ ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან (21 სექტემბერი) დაიწყება. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს „დათრგუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარების ცენტრები და გაანადგუროს რუსეთი“.

„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.



მსგავსი ინფორმაციები