დედოფალ ელიზაბედ II-ის ოფიციალური დაკრძალვის ცერემონია

დედოფალ ელიზაბედ II-ის ოფიციალური დაკრძალვის ცერემონია

1881857
დედოფალ ელიზაბედ II-ის ოფიციალური დაკრძალვის ცერემონია

დედოფალ ელიზაბედ II-ის ოფიციალური დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ისტორიულ ვესტმინსტერის სააბატო ეკლესიაში, რომელსაც მრავალი მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან.

დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც თურქეთის დროით 13:00 საათზე დაიწყო ვესტმინსტერის ეკლესიაში, დედაქალაქ ლონდონში, დაესწრნენ დედოფლის შვილები, ინგლისის მეფე ჩარლზ III, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, პრინცი ედვარდი, ასევე დედოფალი კამილა, უელსის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე უელსის პრინცესა ქეითი, სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, ჰერცოგინია მეგან მარკლი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

დაკრძალვას თურქეთის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დაესწრო.

დაახლოებით 2000 ათასი სტუმრის მონაწილეობით გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა, ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა, მთლიანობაში მსოფლიოს თითქმის 500 ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ცერემონიაზე თავის მოკლე სიტყვაში ბიბლიის ციტირება მოახდინა. კენტერბერის არქიეპისკოპოსმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ „მსოფლიოში ცოტა ლიდერს თუ მიუღია ისეთი სიყვარული, როგორიც დედოფლის მიმართ ნახეს“.

ვესტმინსტერის სააბატო ეკლესიაში გამართული ცერემონიის შემდეგ, სადაც დედოფალ ელიზაბედ II იქორწინა პრინც ფილიპზე, ქვეყნის მასშტაბით 2 წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის ხსოვნას.

უინძორში აღლუმის შემდეგ დედოფალ ელიზაბედ II-ის ცხედარს, რომელსაც ვინძორის ციხესიმაგრეში გადაასვენებენ, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაასვენებენ, სადაც დაკრძალვის ოჯახური ცერემონია გაიმართება.

დედოფალი ელიზაბედ II, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად მართავდა, 96 წლის ასაკში შოტლანდიაში აბერდინშირის რეგიონში მდებარე ბალმორალის ციხესიმაგრეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა, სადაც მან ზაფხულის არდადეგები გაატარა.



მსგავსი ინფორმაციები