ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ჩარლზ III-ს ერთგულება გამოუცხადეს

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ჩარლზ III-ს ერთგულება გამოუცხადეს

1878663
ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ჩარლზ III-ს ერთგულება გამოუცხადეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალის ელისაბედ II-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულ ჩარლზ III-ს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთგულება გამოუცხადეს.

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ გამოაცხადეს თავიანთი ერთგულება მეფე ჩარლზ III-სთან, რომელმაც ტახტი ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ აიღო. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიებზე ჩარლზ III ორივე ქვეყნის მეფედ გამოცხადდა. დედაქალაქ კანბერაში გამართულ ცერემონიაზე, ავსტრალიის გენერალურმა გუბერნატორმა დევიდ ჰარლიმ გამოაცხადა, რომ მათ აღიარეს ჩარლზ III-ის მეფობა და მას ერთგულება გამოუცხადეს.

პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კი განაცხადა, რომ ელიზაბეტ II-ის ხსოვნისადმი ქვეყანაში 22 სექტემბერი გლოვის და ოფიციალური დასვენების დღედ გამოცხადდება.  

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ხუთშაბათ (8 სექტემბერი) დღეს გარდაცვლილი დედოფალი ელიზაბეტ II, იყო 16 ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის კანადის, ინგლისის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე სხვა დიდი და პატარა ქვეყნის.



მსგავსი ინფორმაციები