პოლონეთი გერმანიისგან 1,3 ტრილიონი დოლარის რეპარაციას ითხოვს

პოლონეთი გერმანიისგან 1,3 ტრილიონი დოლარის რეპარაციას ითხოვს

1874950
პოლონეთი გერმანიისგან 1,3 ტრილიონი დოლარის რეპარაციას ითხოვს

პოლონეთის მმართველი პარტიის (კანონისა და სამართლიანობის პარტია) ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების შეჭრისა და მისი ქვეყნის ოკუპაციისთვის გერმანიისგან 1,3 ტრილიონი დოლარის რეპარაციას მოითხოვს.

"ჩვენ მივმართავთ გერმანიას რეპარაციების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ არა მხოლოდ მოვამზადეთ ანგარიში, არამედ მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯების შესახებ“, განაცხადა კაჩინსკიმ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციისას.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) დაიღუპა დაახლოებით 6 მილიონი პოლონეთის მოქალაქე, მათ შორის 3 მილიონი ებრაელი და ზოგიერთი მათგანი გახდა საბჭოთა წითელი არმიის მსხვერპლი, რომელიც ქვეყანაში აღმოსავლეთიდან შეიჭრა. გერმანია აცხადებდა, რომ კომპენსაცია გადაეცა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებს ომის შემდგომ წლებში და რომ პოლონეთის მიერ აღმოსავლეთში დაკარგული მიწები საზღვრების გადახაზვისას კომპენსირებული იყო გერმანიის ომის წინა ტერიტორიით.



მსგავსი ინფორმაციები