მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება გრძელდება

მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება გრძელდება

1872388
მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება გრძელდება

მექსიკის მიჩოაკანის შტატში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაჯგუფების 8 წევრი დაიღუპა. მექსიკურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შტატის ტუზანტლას რაიონში კარტელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. საათობით გაგრძელებულ შეტაკებას ბანდის რვა წევრი ემსხვერპლა. რეგიონში უსაფრთხოების ძალების დიდი რაოდენობა იქნა მობილიზებული. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ათობით სახლი და მანქანაც დაზიანდა.

ქვეყანაში მსგავსი ფაქტები ხშირია.



მსგავსი ინფორმაციები