ოლაფ შოლცი, ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა

ოლაფ შოლცი, ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა

1870554
ოლაფ შოლცი, ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეფონით განიხილა საერთაშორისო საკითხები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრაიტმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაცია და რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოითხოვეს თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაბიჯები ელექტროსადგურის ირგვლივ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სწრაფად მოინახულოს ატომური ელექტროსადგური.

შტეფენ ჰებესტრაიტმა ასევე თქვა, რომ განხილული იქნა ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები და რეგიონში ირანის მოქმედების ჩათვლით ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.



მსგავსი ინფორმაციები