ძლიერი შტორმის შედეგად კორსიკაზე მრავალი ადამიანი დაიღუპა

ძლიერი შტორმის შედეგად კორსიკაზე მრავალი ადამიანი დაიღუპა

1870131
ძლიერი შტორმის შედეგად კორსიკაზე მრავალი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკაზე ძლიერი შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი ბოლო მომაცემებით ექვსამდე გაიზარდა. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ (მეტეო-საფრანგეთი) გუშინ კუნძულზე ქარიშხლისა და წყალდიდობის შესახებ ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა. ძლიერი ქარი საათში 224 კილომეტრს აღწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, შტორმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, ძლიერი ქარის გამო დაზარალებულ ქალაქ აიაჩოს აეროპორტში ფრენები გარკვეული ხნით შეჩერდა.

კუნძულზე 8800 საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.



მსგავსი ინფორმაციები