თურქეთი, რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზად არის

თურქეთი, რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზად არის

1869825
თურქეთი, რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზად არის

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „(უკრაინა-რუსეთის ომი) მთავარი, მოლაპარაკებების მაგიდასთან უმოკლეს ხანაში დაჯდომა და სამართლიანი გზის პოვნაა.“ ერდოღანის თქმით, ისინი მზად არიან შუამავლის როლი შეასრულონ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადებები, გუშინ ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ შუამავლის როლი სტამბოლში ჩამოყალიბებულ პარამეტრებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების აღორძინების მიზნის მისაღწევად. მთავარია  უმოკლეს ხანაში და სამართლიანი მიდგომებით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. დიპლომატიური პროცესის აღორძინების მიზნით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია“, აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან პრესკონფერენციის დროს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობაც შეაფასა და თქვა: „ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, ერთის მხრივ ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, მეორე მხრივ კი იდგა უკრაინელი მეგობრების გვერდით, და ასეც გაგრძელდება“.


საკვანძო სიტყვები: #ლვოვი , #გაერო , #უკრაინა , #რუსეთი , #თურქთი

მსგავსი ინფორმაციები